Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ინტერის ლეგენდა:“ მესი ინტერს მომავალ სეზონში შეუერთდება“

ინტერის ყოფილმა ფეხბურთელმა და გუნდის ლეგენდამ, ნიკოლა ბერტიმ განაცხადა, რომ ნერაძურიმ საჭირო ტრანსფერები განახორციელა და გუნდს ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ ტიტულების მოსაგებად იბრძოლოს.

ინტერმა მადრიდის რეალიდან ახალგაზრდა აშრაფ ჰაკიმი, რომადან კოლაროვი და ბარსადან არტურო ვიდალი გაიფორმა.

„ინტერი ძალიან გაძლიერდა. მათ სრულყოფილი შემადგენლობა ჰყავთ და ვფიქრობ, რომ ნერაძურის ტიტულებისთვის ბრძოლა შეუძლია.

„მესი? ჩემი აზრით, ის ინტერის ფეხბურთელი მომავალ სეზონში გახდება.“

ბერტი ინტერის ფეხბურთელი 1988 წელს გახდა და გუნდში 10 წელი გაატარა. მან ნერაძურის მაისურით 312 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 41 გოლის გატანა და 8 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

Leave a Reply

Your email address will not be published.