Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერის ლეგენდა:“ ნაპოლისთან მარცხი ნერაძურის სკუდეტოსთვის ბრძოლას ჩამოაშორებს“

ინტერის ლეგენდარულმა ფორვარდმა ალესანდრო ალტობელიმ ნაპოლისთან მოახლოებული მატჩის შესახებ ისაუბრა.

„დღეს ორივე გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა. მილანის მარცხის შემდეგ, ნაპოლი მაქსიმალურად მოტივირებული იქნება, რადგან ქულის მოპოვების შემთხვევაშიც კი ისინი ცხრილის ერთპიროვნული ლიდერები ხდებიან და ეს ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ძალიან საჭირო რამ არის.

„ინტერს რაც შეეხება, ჩვენ წაგების უფლება არ გვაქვს. ნერაძური ლიდერებს უკვე 8 ქულით ჩამორჩება და დღევანდელ მატჩში მარცხი ფაქტობრივად სკუდეტოსთვის გამართულ ბრძოლას ჩამოგვაშორებს. ჩვენ შეცდომის დაშვების უფლება აღარ გვაქვს.

„ინტერს ამ სეზონში პირდაპირი კონკურენტების წინააღმდეგ გამარჯვება არ აქვს და იმედია ეს სიტუაცია ნაპოლისთან მატჩის შემდეგ შეიცვლება.“