Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერის ლეგენდა:“ ნერაძურის ჯერ არაფერი მოუგია…“

ინტერის ლეგენდარული ფეხბურთელის სანდრო მაცოლას თქმით, ნერაძურის ჯერ არაფერი მოუგია და გუნდს მოდუნების უფლება არ აქვს.

„ინტერს ჯერ სკუდეტო არ გაუფორმებია. როგორც დიდმა ჰელენიო ჰერერამ თქვა, დასრულებული არაფერია, სანამ ბოლო თამაში არ დამთავრდება, ამიტომ ჯერ ზეიმი ადრეა.

„ჩვენ უნდა დავიცადოთ, მე დროზე ადრე საუბარი არ მიყვარს. როგორც ჩვეულებრივი გულშემატკივარი, სეზონის დასრულებას მეც მოუთმენლად ველოდები, მაგრამ ჯერ ამ თემაზე საუბარი ადრეა.

„ვინ მოიპოვებს ჩემპიონთა ლიგის საგზურს ? ვფიქრობ, რომ ოთხეულში ინტერს, მილანს, იუვენტუსს და ატალანტას ვიხილავთ, მე ბერგამოელები ძალიან მომწონს.“