Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერის ლეგენდა:“ ნერაძურიმ დე პაული უნდა გაიფორმოს“

ინტერის ლეგენდარული ნახევარმცველის ნიკოლა ბერტის აზრით, ნერაძურიმ ყველა რესურსი უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ უდინეზედან როდრიგო დე პაული გაიფორმოს.

„ერთი ფეხბურთელის არჩევის საშუალება რომ მქონდეს, მე ინტერის რიგებში როდრიგო დე პაულის ხილვას ვისურვებდი. ის ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელია, რომელიც გუნდის დონეს საგრძნობლად აამაღლებს.

„ინტერი ძლიერი გუნდია, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე უმაღლეს დონეზე სათამაშოდ 2-3 ტრანსფერი სჭირდება.

„ჰანდანოვიჩი ? ვფიქრობ, რომ ინტერმა მას კიდევ ერთი სეზონი უდნა მისცეს, შემდეგ კი ახალგაზრდა კიპერი მოძებნოს. შესაძლოა ის ასაკშია, მაგრამ მისი გამოცდილება გუნდს აუცილებლად გამოადგება.“