Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ინტერის ლეგენდა:“ ნერაძურის შემადგენლობა სერია ა-ში საუკეთესო სამეულშიც კი არ შედის“

ნერაძურის ლეგენდარული ფეხბურთელის, ბეპე ბერგომის აზრით, ინტერი შემადგენლობის სიძლიერის მხრივ სერია ა-ში მე-4 ადგილზეა.

„ინტერის მთავარი ძალა ჩემი აზრით ანტონიო კონტეა. ეს აზრი ალბათ ბევრს არ მოეწონება, თუმცა ნერაძური შემადგენლობის მხრივ სერია ა-ში მხოლოდ მე-4 ადგილზეა.

„მილანი ამ ასპექტში ჩემი ფავორიტია. ზლატანმა გუნდის თითოეულ წევრს თავისი პოტენციალის მაქსიმუმის გამოვლენისკენ უბიძგა.

„ტეო ერნანდესი და ფრანკ კესი მხოლოდ მილანს ჰყავს, ჩემი აზრით, კესი სერია ა-ს საუკეთესო ნახევარმცველია.

„მათ ჰყავთ ჩალჰანოღლუ, რომელსაც შეუძლია გოლების გატანა და პასების კეთება და სუპერ მეკარე, ჯიჯო დონარუმა.“

იტალიაში დადის ხმები, რომ ინტერი ედერის დაბრუნებას გეგმავს.

„იქიდან გამომდინარე, რომ გუნდს ფული არ აქვს, ედერის დაბრუნება ცუდი იდეა არ არის. გუნდს სჭირდება ფეხბურთელი, რომელმაც იცის, თუ როგორ შეინარჩუნოს ბურთი და სივრცეები სწორედ აითვისოს. მე ჟერვინიოც ძალიან მომწონს, ორივე მათგანი გუნდს გამოდგება.“

ბერგომიმ, რომელმაც მთელი თავისი კარიერა ინტერში გაატარა, პაპუ გომესზეც ისაუბრა.

„თუ ინტერს სურს, რომ კარგი შემტევი ნახევარმცველი ჰყავდეს, პაპუ გომესი იდეალური შენაძენი იქნებოდა.

„ვიდალი ბაიერნის და ბარსელონას შემდეგ ინტერში სრულიად განსხვავებულ ფეხბურთს თამაშობს და მას გარკვეული დრო დასჭირდება.

„მან ჩემპიონთა ლიგაზე სერიოზული შეცდომები დაუშვა და ჯერ გოლი არ გაუტანია, თუმცა ჩვენ მეტი მოთმინება გვმართებს.“