Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერის მაისურის სპონსორი კრიპტოვალუტა იქნება

ინტერსა და Pirelli-ს შორის 26-წლიანი თანამშრომლობა უკვე ოფიციალურად დასრულდა და ნერაძური ახალი სპონსორის ძიებას განაგრძობს.

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ნერაძური რამდენიმე ამერიკულ და აზიურ კრიპტოვალუტის პლატფორმასთან აწარმოებს მოლაპარაკებებს და დიდი ალბათობით მომდევნო სეზონიდან ნერაძურის მაისურის სპონსორი სწორედ ერთ-ერთი მათგანი იქნება.

ნერაძურის ახალი სპონსორისგან წელიწადში 30 მილიონი ევროს მიღება სურს, რაც Pirelli-ზე დაახლოებით 2-ჯერ მეტია, თუმცა ამ ეტაპზე ასეთი თანხის გადახდას არც ერთი დაინტერესებული მხარე არ აპირებს.