Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერის მატჩებს სერია ა-ში ყველაზე მეტი ქომაგი ესწრება

იტალიური მედიის ინფორმაციით, ბოლო 5 წელიწადში ინტერის საშინაო მატჩებს ყველაზე მეტი ქომაგი დაესწრო.

Corriere della Sera-ს ინფორმაციით, ბოლო 5 წელიწადში ინტერის მატჩებს ჯუზეპე მეაცაზე 4.2 მილიონი ადამიანი დაესწრო, რაც აღნიშნულ პერიოდში სერია ა-ში ყველაზე კარგი მაჩვენებელია.

ქომაგების დასწრების მხრივ ინტერისთვის ყველაზე კარგი 2018-19 წლების სეზონი გამოდგა, რომლის განმავლობაშიც ბენეამატას მატჩებს საშუალოდ 62,000 ქომაგი ესწრებოდ, რაც ევროპაში მე-5 მაჩვენებელი გახლდათ.