ინტერის მეკარის საოცარი სტატისტიკა

მილანის ინტერის მეკარის,ტომასო ბერნის შესახებ ალბათ ცოტა თქვენგანს თუ სმენია.ის ნერაძურის 2014 წელს ტორინოდან შეუერთდა,თუმცა არც ერთ თამაში არ უთამაშია.

იმის მიუხედავად,რომ მას 6 წლის განმავლობაში არც ერთი თამაში არ უთამაშია,ამ პერიოდის განმავლობაში ბერნიმ 2 წითელი ბარათის მიღება მოასწრო.

ბერნი პარმასთან შეხვედრის დროს,რომელიც ინტერმა 2 – 1 მოიგო,68 წუთზე გააძევეს და ეს მიმდინარე სეზონში მეორე წითელი გამოდგა.

პირველად ის იანვარში,კალიარის წინააღმდეგ შეხვედრაში გააძევეს ‘მოედნიდან’.

ცნობისთვის,ფეხბურთელი წელიწადში 200,000 ევროს იღებს,რაც არც თუ ისე ცუდია იმ ადამიანისთვის,ვისაც 6 წლის განმავლობაში არც ერთ შეხვედრაში არ აქვს მიღებული მონაწილეობა.

Leave a Reply

Your email address will not be published.