Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერის მოლაპარაკებები პერიშიჩთან საბოლოოდ ჩაიშალა

იტალიური წყაროების ინფორმაციით, მარსელო ბროზოვიჩისგან განსხვავებით, რომელიც ინტერთან ახალი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმებასტან ახლოს არის, ნერაძური ივან პერიშიჩთან შეთანხმებას ვერ ახერხებს.

32 წლის ფეხბურთელს მიმდინარე კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და ინტერი მზად არის მას ახალი ხელშეკრულების მიხედვით წლიურად 5-ის ნაცვლად 4 მილიონი შესთავაზოს, ხორვატ ფეხბურთელს კი პირიქით, ხელფასის 1 მილიონით მომატება უნდა და 6 მილიონს ითხოვს.

FcInterNews-ის ინფორმაციით, პერიშიჩის გაფორმების სურვილი რამდენიმე გერმანულმა და ინგლისურმა გუნდმა უკვე გამოთქვა და სავარაუდოდ ის ბენეამატას რიგებში ბოლო სეზონს ატარებს.