Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერის მფლობელების ფინანსური სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდა

ლუკაკუს და ჰაკიმის გაყიდვის შემდეგ, ინტერმა ფინანსური სტაბილურობა დაიბრუნა, თუმცა გუნდის მფლობელი კომპანია Suning-ი კვლავ სერიოზულ კრიზისშია და ჩინური გიგანტი კომპანია ბანკროტის საშიშროების წინაშე დგას.

მილანური გამოცემა Il Sole 24 Ore-ს ინფორმაციით, Suning-ის მევალეებმა სასამართლოში იჩივლეს და ინტერის მფლობელი კომპანიისგან ვალის – 250 მილიონი ევროს დაბრუნება მოსთხოვეს, მათი მოთხოვნა კი სასამართლომ დააკმაყოფილა და ჟანგის ოჯახს ამ თანხის დაფარვა უახლოეს პერიოდში მოუწევს.

ჯერჯერობით უცნობია, რა გავლენას იქონიებს ეს პროცესი ინტერის მომავალზე, მაგრამ ფაქტია, რომ ხმები ინტერის შესაძლო გაყიდვის შესახებ დღითი დღე აქტუალური ხდება და არ არის გამორიცხული, რომ სეზონის ბოლოს ბენეამატას ახალი მფლობელები ჰყავდეს…