Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერის მფლობელების ფინანსური სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდა…

ცნობილი გამოცემა Bloomberg-ის ინფორმაციით, ნერაძურის მფლობელი კომპანია Suning-ის ფინანსური სიტუაცია საგრძნობლად გაუარესდა.

წყაროს ინფორმაციით, ერთ-ერთი უმსხვილესი უძრავი ქონების კომპანია ჩინეთში Cina Evergrande Group-ი ბანკროტად გამოცხადდა, რომელშიც Suning-ის მფლობელ ჟანგ ჟინდონგს 2.6 მილიარდი ევროს ღირებულების აქციები ჰქონდა.

ჩინელმა ბიზნესმენმა პანდემიის დაწყებიდან დაახლოებით 2 მილიარდი ევრო დაკარგა, რაც დაახლოებით მისი საერთო ქონების ნახევარია და China Evergrande-ს გაკოტრებამ ინტერის მომავალთან დაკავშირებით ახალი კითხვები გააჩინა.