Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერის მფლობელები გუნდის შესაძლო გაყიდვაზე მოლაპარაკებებს აგრძელებენ…

საიდუმლო არავისთვის აღარ არის, რომ ინტერის ხელმძღვანელობა გუნდის გაყიდვას განიხილავს და რამდენიმე დაინტერესებულ მხარესთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

იტალიური მედიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ყველაზე დაინტერესებული მხარე ევროპული საინვესტიციო კომპანია BC Partners-ია.

უკვე არაერთმა წყარომ დაადასტურა, რომ Suning-ი ინტერს 960 მილიონ ევროდ აფასებს, საიდანაც 400 მილიონამდე გუნდის ვალების გადახდას მოხმარდება, თუმცა მათ ჯერჯერობით ყველაზე დიდი შეთავაზება 600 მილიონი მიიღეს.

ამასობაში სატრანსფერო ფანჯარა ნელ-ნელა ხურდება, თუმცა გუნდის რთული ფინანსური სიტუაციის გამო ნაკლებად სავარაუდოა, რომ ინტერმა ხმაურიანი ტრანსფერი განახორციელოს და მეტიც, დიდი ალბათობით გუნდს ფეხბურთელების გაყიდვა მოუწევს.

გათიშვა