Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერის მფლობელებს პრემიერ ლიგისთვის კოლოსალური თანხის გადახდა მოუწევთ

ინტერის მფლობელ კომპანია Suning-ს პრემიერ ლიგისთვის დაახლოებით 190 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.

საქმე იმაში გახლავთ, რომ Suning-ი ჩინური სამაუწყებლო კომპანია PPTV-ს მფლობელია, რომელსაც ჩინეთში 2019 წლიდან 2022 წლამე პრემიერ ლიგის 380 მატჩის ტრანსლირება უნდა მოეხდინა.

Suning-ს პრემიერ ლიგისთვის მარტში 270 მილიონი, რამდენიმე თვეში კი 190 მილიონი უნდა გადაეხადა, თუმცა პანდემიის დაწყების გამო ფინანსურ კრიზისში მყოფმა კომპანიამ ამ თანხების გადახდა ვერ მოახერხა, რის გამოც კონტრაქტი გაწყდა და სასამართლო ჩაინიშნა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, Suning-ს პრემიერ ლიგისთვის 157 გირვანქა სტერლინგის, ანუ დაახლოებით 190 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს, რაც მათ სიტუაციას კიდევ უფრო დაამძიმებს…