Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერის მფლობელი:“ ეს ნერაძურისთვის მხოლოდ დასაწყისია“

Suning-ის პრეზიდენტმა და ინტერის მფლობელმა ჟინდონგ ჟანგმა გუნდს სკუდეტოს მოპოვება მიულოცა და განაცხადა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია…

„სკუდეტო ინტერის არჩეული გზის არა დასასრული, არამედ დასაწყისია და იმედი მაქვს, რომ ჩვენ წარმატებისკენ სვლას გავაგრძელებთ და უფრო მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ.

„მინდა ინტერის თითოეული წევრს ეს დიდი წარმატება მივულოცო. 11 წლის შემდეგ ნერაძურიმ დამსახურებული დიბება დაიბრუნა.

„ეს ახალი ეპოქის დაწყებისკენ გადადგმული ძალიან დიდი და მნიშნელოვანი ნაბიჯია.

„ინტერის ისტორიის ყველაზე დიდი დაფასება მისი წარმატებული სვლის გაგრძელებაა და ჩვენ გუნდის ისტორიაში კიდევ ერთი შესანიშნავი ფურცელი დავწერეთ.

„დღევანდელი გადმოსახედიდან უფრო ნათლად ჩანს, თუ რამდენად ბევრი სირთულის გადალახვა მოგვიწია სეზონის განმავლობაში, მაგრამ ჩვენ თავი ყველაფერს გავართვით და დამსახურებული წარმატება მოვიპოვეთ.

„ფაქტი, რომ შავ-ლურჯი დროშა ახლა მილანის ქუჩებში ამაყად ფრიალებს, ეს გუნდის მენეჯმენტის, კონტეს და ფეხბურთელების დამსახურებაა.

„ჩვენ წინ კიდევ უფრო დიდი გამოწვევები და სირთულეები გველოდება, მაგრამ დაუღალავი შრომის და ერთიანობის დახმარებით ჩვენ ყველაფერს თავს გავართმევთ.“

Suning-მა ინტერი ერიკ ტოჰირისგან 2016 წელს შეიძინა და მას შემდეგ გუნდში ინვესტიციის სახით 700 მილიონი ევრო ჩადო და როგორც ჩანს, ჩინელი ბიზნესმენი ფინანსური სირთულეების მიუხედავად გუნდის გაყიდვას აღარ აპირებს.

გათიშვა