Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ინტერის ნახევარმცველი პსჟ-ში გადადის

ფრანგული L’Equipe-ს ინფორმაციით, ჯოაო მარიო პარიზში უახლოეს საათებში გაფრინდება, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და პსჟ-ს რიგებს შეუერთდება.

ინტერმა 27 წლის ფეხბურთელი 2016 წელს სპორტინგიდან, 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა, თუმცა პორტუგალიელმა იმედების გამართლება ვერ მოახერხა და გასული სეზონი მოსკოვის ლოკომოტივში იჯარის წესით გაატარა.

აქვე მოგახსენებთ, რომ პსჟ იუვენტუსის სატრანსფერო სამიზნეს, მოიზე კინსაც იმატებს, რომელიც ევერტონიდან იჯარით შეუერთდება.