Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერის ორმა ფეხბურთელმა ვირუსი დაამარცხა და გუნდს დაუბრუნდა

ინტერმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ რაჯა ნაინგოლანმა კორონა ვირუსის დამარცხება მოახერხა და 32 წლის ფეხბურთელი ნერაძურის ჩემპიონთა ლიგაზე გასამართ მატჩში, სადაც ინტერი ბორუსია გლადბახს დაუპირისპირდება, გუნდის დახმარებას მოახერხებს.

მის გარდან, კორონა ვირუსის დამარცხება 21 წლის ალესანდრო ბასტონიმაც მაოხერხა და კონტეს განკარგულებაში დაბრუნდა.

ეშლი იანგი, გალიარდინი და რადუ განმეორებით ტესტებს ხვალ ჩაიტარებენ და მათი პასუხი ამის შემდეგ გახდება ცნობილი.