ოფიციალურად: ინტერმა რანოკიას და დ’ამბროზიოს კონტრაქტები გაუხანგრძლივა
ინტერის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა, რომ ანდრეა რანოკია და დანილო დ’ამბროზიო გუნდში 2022 წლის ზაფხულამდე დარჩებიან.
ორივე მათგანი 33 წლის გახლავთ და მათ ნერაძურისთან მიმდინარე კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურებოდათ, თუმცა სიმონე ინძაგის მოთხოვნით ბენეამატამ ვეტერანი ფეხბურთელების შენარჩუნების გადაწყვეტილება მიიღო.
რანოკია ინტერში 2011 წლიდან, დ’ამბროზიო კი 2014 წლიდან ასპარეზობს.