Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ინტერის ოცნება მესიზე უფრო რეალური გახდა…

ბაიერნთან დამამცირებელი მარცხის შემდეგ,სადაც ბარსელონამ გერმანელებთან 2 – 8 წააგეს, ხმები იმის შესახებ,რომ მესის გუნდიდან წასვლა უნდა,კვლავ აქტუალური გახდა.

ბარსელონას ხელმძღვანელობა ორშაბათს შეიკრიბება და დიდი ალბათობით გუნდს სეტიენი და ერიკ აბიდალი დატოვებენ,თუმცა მესისმომავალი ჯერჯერობით გაურკვეველია.

ბოლო 12 წლის განმავლობაში ეს პირველი სეზონია,რომელშიც ბარსელონამ ვერც ერთი ტიტულის მოგება ვერ მოახერხა,რითიც ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი ძალიან უკმაყოფილოა და გავრცელებული ინფორმაციით ფეხბურთელებს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაძაბულია.

მესის კონტრაქტი ბარსელონასთან 2021 წელს იწურება და ესპანეთში იმის შესახებ,რომ მესი გუნდთან ახალ კონტრაქტს არ გააფორმებს,უკვე დაიწერა.მისი გაფორმების ორი რეალური კანდიდატი მანჩესტერ სიტი და ინტერია.

Leave a Reply

Your email address will not be published.