Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერის პირველი წინადადება ჩელსის

ნერაძურის ინტერესი ემერსონ პალმიერის მიმართ ახალი არავისთვის არ არის და Corriere dello Sport-ის მტკიცებით, ინტერმა ფეხბურთელის გასაფორმებლად კონკრეტული ნაბიჯიც გადადგა.

ინტერმა ჩელსის ფეხბურთელის იჯარით აყვანა შესთავაზა, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.

უკვე მოგახსენეთ, რომ ლონდონელებმა პალმიერის შემცვლელი – ბენ ჩიველი უკვე დაიმატეს და ფეხბურთელის გაყიდვის წინააღმდეგი არ არიან, თუმცა რამდენად დათანხმდებიან ფეხბურთელის იჯარის წესით გაშვებას, მითუმეტეს არა გამოსყიდვის ვალდებულებით, არამედ ოფციით, ძნელი წარმოსადგენია.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *