Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ინტერის პირველი წინადადება უდინეზეს დე პაულის სანაცვლოდ

Tuttomercato-ს ინფორმაციით, ინტერმა უდინეზეს დე პაულის 18-თვიანი იჯარით აყვანა შესთავაზა, შემდგომში 25 მილიონ ევროს გამოსყიდვის ვალდებულებით.

დე პაული ანტონიო კონტეს ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა და რთული ფინანსური მდგომარეობის მიუხედავად, ინტერი დანებებას არ აპირებს.

26 წლის არგენტინელმა ფეხბურთელმა უკვე განაცხადა, რომ მას ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სურს და უდინეზეში ამის გაკეთება ნაკლებად შესაძლებელი იქნება, ანუ ადრე თუ გვიან მას გუნდის შეცვლა აუცილებლად მოუწევს.

ერთადერთი წინარობა ახლა ინტერისთვის იუვენტუსია, რომელიც დე პაულის დათმობას მარტივად არ აპირებს, მაგრამ ჯერჯერობით ტურინელებს მის გასაფორმებლად კონკრეტული ნაბიჯი არ გადაუგამთ.