Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერის პირველი წინადადება რივერ პლეიტს

არგენტინული წყაროების ინფორამციით, რომელიც შემდეგ იტალიაშიც დაადასტურეს, ინტერი რივერ პლეიტის ახალგაზრდა ტალანტის ხულიან ალვარესის ტრანსფერზე გააქტიურდა და არგენტინელებს პირველი წინადადებაც გაუმზადა.

TyCSport-ის ცნობით, ნერაძური მზად არის რივერს ალვარესის სანაცვლოდ ფულთან ერთად ალექსის სანჩესი შესთავაზოს, რომლის გუნდიდან წასვლაზე უკვე დიდი ხანია იწერება.

ალვარესის კონტრაქტში გამოსასყიდ პუნქტად 25 მილიონია მითითებული და ჯერჯერობით უცნობია, მოისურვებს თუ არა არგენტინული გუნდის ხელმძღვანელობა ამ თანხის შემცირებას.