Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ინტერის პრეზიდენტი გერმანიაშია

სტივენ ჟანგი მაროტასა და აუსილიოს თანხლებით დღეს დილით გერმანიაში ჩაფრინდა და ანტონიო კონტეს ხვდება, რომელთანაც რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს განიხილავს.

ნერაძური ამჟამად დუსელდორფში იმყოფება და ევროპა ლიგის ნახევარფინალისთვის ემზადება, რომელიც ხვალ გაიმართება.

ჟანგი გერმანიაში დილით ჩაფრინდა, თუმცა ჩინეთში ყოფნის გამო მას კორონა ვირუსზე შემოწმების გავლა დასჭირდა.

გუნდის პრეზიდენტი და ანტონიო კონტე იმ ინციდენტს განიხილავენ, რის გამოც იტალიელი სეპციალისტის გუნდიდან შესაძლო წასვლის თაობაზე ბევრი ჭორი გაჩნდა, თუმცა ამის გარდა მხარეები გუნდის სატრანსფერო პოლიტიკაზეც ისაუბრებენ.

Leave a Reply

Your email address will not be published.