Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერის პრეზიდენტი გუნდის დირექტორებს შეხვდა

იტალიური მედიის ინფორმაციით, გუშინ ინტერის დირექტორებს, მწვრთნელს და პრეზიდენტს შორის, რომელიც მილანში ახლახანს დაბრუნდა, შეხვედრა გაიმართა.

წყაროს ინფორმაციით, სტივენ ჩჟანმა დირექტორებს და მწვრთნელს სეზონის წარმატებული სტარტი მიულოცა და მათთან ახალი კონტრაქტების საკითხზე მოლაპარაკებები წამოიწყო.

FcInterNews-ის ცნობით, ბეპე მაროტა გუნდის სხვა დირექტორები, რომლებსაც გუნდთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურებათ, ბენეამატას რიგებში 2024 ან 2025 წლის ზაფხულამდე დარჩებიან, ხოლო მას შემდეგ, რაც მათი კონტრაქტები გაოფიციალურდება, მხარეებო მუშაობას სიმონე ინძაგის ხელშეკრულებაზეც დაიწყებს.