Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერის პრეზიდენტი იტალიაში დაბრუნდა

როგორც დაანონსებული იყო, ინტერის პრეზიდენტი სტივენ ჟანგი თითქმის 1-წლიანი პაუზის შემდეგ მილანში დაბრუნდა.

პრეზიდენტს წინ საკმაოდ დატვირთული დღეები ელოდება, რადგან მას პირველ რიგში გუნდის დირექტორების კონტრაქტების გახანგრძლივება მოუწევს, შემდეგ მხარეები სიმონე ინძაგისა და ფეხბურთელების კონტრაქტებზეც დაიწყებენ მუშაობას.

ამის გარდა, ბენეამატას პრეზიდენტი ახალი სესხის აღებას გეგმავს, რომლითაც გუნდის ახლანდელ სესხებს, მათ შორის Oaktree Capital-ის 275 მილიონს დაფარავს, დანარჩენს კი გუნდის საჭიროებებს მოხმარდება.