Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერის პრეზიდენტი მილანში ბრუნდება

6 თვის შემდეგ პირველად, სტივენ ჟანგი მილანში ბრუნდება და Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ის იტალიაში უკვე დღეს ჩაფრინდება.

წყაროს ინფორმაციით, ჟანგის მილანში ჩასვლის შემდეგ უახლოეს დღეებში გუნდის აქციონერები შეიკრიბებიან და მომდევნო ნაბიჯებს განიხილავენ.

ნერაძური კვლავ ფინანსურ კრიზისში იმყოფება და Super League-ს ჩაშლის შემდეგ, ინტერის მფლობელების შესაძლო შეცვლა კვლავ დღის წესრიგში დაბრუნდა.

წყაროს ინფორმაციით, ჟანგსა და კონტეს შორის შეხვედრა ანტონიოს მომავალთან დაკავშირებით სეზონის ბოლომდე არ მოხდება.