Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერის პრეზიდენტი მილანში დაბრუნდა

ინტერის პრეზიდენტი სტივენ ჯანგი 6-თვიანი პაუზის შემდეგ მილანში დაბრუნდა.

გუნდის პრეზიდენტი აეროპორტიდან პირდაპირ ინტერის ოფისს ეწვია, სადაც გუნდის დირექტორებს ბეპე მაროტას და ალესანდრო ანტონელოს შეხვდა.

ინტერი შესაძლოა კვირის ბოლოს სკუდეტოს მფლობელი უკვე ოფიციალურად გახდეს და ამ მომენტის გამოტოვება ჟანგს არ სურდა, მაგრამ ამის გარდა მას ძალიან ბევრი საქმე დაუგროვდა, მათ შორის გუნდის ფინანსური პრობლემების მოგვარება.

ჟანგს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა სავარაუდოდ ის უახლოეს დღეებში საკმაოდ საინტერესო ინფორმაციებს გაავრცელებს, მათ შორის მთავარს – გაყიდის თუ არა Suning-ი გუნდს სეზონის ბოლოს…