Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერის პრეზიდენტი მილანში იუვენტუსთან მატჩისთვის დაბრუნდება

იტალიური მედიის ინფორმაციით, ინტერის პრეიდენტი სტივენ ჟანგი იტალიაში სავარაუდოდ Supercoppa-ს მატჩისთვის დაბრუნდება.

ინტერი Supercoppa Italiana-ს მატჩში იუვენტუსს 12 იანვარს, ჯუზეპე მეაცას სახელობის სტადიონზე მიიღებს და Tuttosport-ის მტკიცებით, ნერაძურის პრეზიდენტი ამ დროისთვის იტალიაში იქნება.

ჟანგის დაბრუნებას დიდი ალბათობით გუნდის დირექტორებთან კონტრაქტების გახანგრძლივება მოყვება, რომლებსაც გუნდთან მიმიდინარე ხელშეკრულებები სეზონის ბოლოს ეწურებათ, თუმცა მათი დარჩენა ბენეამატას რიგებში უკვე გადაწყვეტილია.