Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერის პრეზიდენტი:“ ჩვენ ნერაძურის ძველი დიდება დავუბრუნეთ“

ინტერის პრეზიდენტმა სტივენ ჟანგმა გუნდის წევრებს და ქომაგებს საშობაო ვიდეოთი მიმართა.

„მინდა თითოეულ ფეხბურთელს, დირექტორს, სტაფის წევრს და მილიონობით ქომაგს მთელს მსოფლიოში დიდი მადლობა გადავუხადო.

„ჩვენ, თქვენი დახმარებით, ინტერს ძველებური დიდება დავუბრუნდეთ, რომელიც მას ბოლო წლებში დაკარგული ჰქონდა და ახლა ნერაძური კვლავ უმაღლესი მიზნებისთვის იბრძვის.

„მინდა მივულოცო ინძაგის, რომლის გუნდიც შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობს და ცხრილის სათავეში სრულიად დამსახურებულად იმყოფება. ინტერი ერთი ოჯახია და ჩვენ ერთად იმ მიზნების მიღწევას მოვახერხებთ, რომლებიც ერთად დავისახეთ.“