Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერის პრეზიდენტი:“ ხარჯები ყველა გუნდმა უნდა შეამციროს“

ინტერის პრეზიდენტის სტივენ ჟანგის თქმით, ის გუნდის შედეგებით ამაყობს, თუმცა ნერაძურის, როგორც ევროპის სხვა გუნდებს, ხარჯების შემცირება აუცილებლად მოუწევს.

„მე ძალიან ამაყი ვარ. ეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით თითოეული ინტერისტასთვის ძალიან საამაყო და გამორჩეული მომენტი იყო.

„ბოლო 9 წლის განმავლობაში ჩვენ იუვენტუსის სახით ძალიან ძლიერი კონკურენტი გვყავდა, ბოლო ინტერმა ჩემპიონატი 11 წლის წინ მოიგო და მათი დომინაციის დასრულება ძალიან ძნელი იყო, თუმცა ერთიანი ძალებით ჩვენ ამის გაკეთება მოვახერხეთ.

„ეს სკუდეტო არის მაჩვენებელი იმისა, რომ ბოლო 5 წელიწადში ჩვენი მუშაობა ფუჭი არ იყო და ქომაგების სიხარულის ნახვა ძალიან დიდი კმაყოფილების საბაბს მაძლევს.

„სუპერ ლიგა ? ვფიქრობ, რომ ამ პროცესებმა საბოლოო ჯამში კარგი შედეგი გამოიღო. ჩვენ FIFA-სთან და UEFA-სთან ერთად უნდა ვიმუშაოთ, რომ ფეხბურთის საერთო ხარისხი გავაუმჯობესოთ.

„პანდემიამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ფეხბურთში ცვლილებებია საჭირო. ჩვენ საფეხბურთო სისტემა უნდა შევცვალოთ და გავაუმჯობესოთ.

„სამწუხაროდ, პანდემიის გამო ჩვენ გეგმების გარკვეულწილად შეცვლა მოგვიწია. ქომაგები სტადიონებზე ვეღარ დადიან, ადგილობრივ მაღაზიებს და რესტორნებს ვერ იყენებენ, ამ ყველაფერმა კი ევროპულ ფეხბურთს 3 მილიარდამდე ზარალი მოუტანა, ორი სეზონის ჯამში კი ეს თანხა ორმაგდება და 5-6 მილიარდამდე ადის.

„გუნდების ფინანსური სიტუაცია უახლოეს მომავალში საგრძნობლად ვერ განვითარდება, ამიტომ სტაბილურობის შესანარჩუნებლად ჩვენ, როგორც სხვა გუნდებს, ხარჯების შემცირება მოგვიწევს.“