Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ინტერის პრიორიტეტული სამიზნე იანვარში დე პაული იქნება

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ანტონიო კონტემ გუნდის ხელმძღვანელობას დე პაულის გაფორმება სთხოვა.

დე პაული კიდევ ერთ შესანიშნავ სეზონს ატარებს და მისი კარგი თამაშის წყალობით უდინეზე ზედიზედ 5 მატჩია არ დამარცხებულა, რომელთაგან 3 მათი გამარჯვებით, 2 კი ფრედ დასრულდა.

დე პაულის ანგარიშზე 7 მატჩში 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა. უდინეზე ფეხბურთელის გაყიდვის წინააღმდეგი არ არის, თუმცა 26 წლის არგენტინელის სანაცვლოდ 35-40 მილიონ ევროს ითხოვს.