Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერმა სერია ა-ს ისტორიაში რეკორდული ზარალი დააფიქსირა…

ინტერმა გასული ფინანსური წლის მონაცემები გამოაქვეყნა და გუნდის ზარალმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა.

იტალიურ მედიაში ვარაუდობდნენ, რომ ნერაძურის ზარალი დაახლოებით 200 მილიონი ევრო იქნებოდა, მაგრამ ბენეამატას ზარალმა 245 მილიონ ევროს მიაღწია, რაც სერია ა-ს ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

აქამდე სერია ა-ში ყველაზე დიდი ზარალი იუვენტუსს ჰქონდა. ტურინელებმა გასული ფინანსური წლის განმავლობაში 209.9 მილიონი იზარალეს.