Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერის სამიზნემ თავის მომავალზე ისაუბრა

აიაქსის კარის დარაჯმა ანდრე ონანამ, რომელსაც ინტერს აქტიურად უკავშირებენ, თავის მომავალზე ისაუბრა.

ონანას კონტრაქტი ნიდერლანდურ გრანდთან სეზონის ბოლოს ეწურება და ბენეამატა მას ჰანდანოვიჩის ერთ-ერთ პოტენციურ შემცვლელად მოიაზრებს.

„ხმები იმის შესახებ, რომ მე რომელიმე გუნდთან შეთანხმება უკვე მიღწეული მაქვს, სიმართლე არ არის. მე ჯერჯერობით აიაქსის ფეხბურთელი ვარ და გუნდის ხელმძრვანელობასთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს, ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ მე ახალი კონტრაქტი გავაფორმო.

„ჩემი გაფორმება ამ მომენტისთვის 15 გუნდს სურს, თუმცა ჯერჯერობით მე აიაქსის პოზიციის გაგება მსურს, რის შემდეგაც საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებ.“