Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერის სამიზნე პალმიერი:“ მანჩინიმ ჩელსის დატოვება მირჩია…“

ჩელსის და იტალიის ნაკრების უკანახაზელის ემერსონ პალმიერის თქმით, რომელიც უკვე დიდი ხანია ინტერის სატრანსფერო სამიზნეა, საკუთარ მომავალზე ისაუბრა.

„რობერტო მანჩინიმ ჩელსის დატოვება და რომელიმე სხვა ამბიციურ გუნდში გადასვლა მირჩია. ის ჩემზე ზრუნავს და სურს, რომ მოედანზე უფრო მეტ ისათამაშო დრო მქონდეს.

„მისი ეს საქციელი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, თუ რამდენად ზრუნავს ის ნაკრების თითოეულ ფეხბურთელზე, თუმცა ზოგჯერ ფეხბურთელი თავის ბედზე პასუხისმგებელი თავად არ არის და რა მოხდება მომავალში არავინ იცის.“