Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერის სატრანსფერო სამიზნე:“ ძანეტი ჩემი კუმირია“

აიაქსის უკანახაზელმა ნიკოლას ტალიაფიკომ, რომელიც ინტერის ერთ-ერთი სატრანსფერო სამიზნეა, ნერაძურის ინტერესზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ხავიერ ძანეტი მისი კუმირია.

„ფაქტი, რომ ჩემი ტრანსფერით ასეთი ისტორიის მქონე გუნდი ინტერესდება, ნამდვილად ძალიან სასიამოვნოა და მეტსაც გეტყვით, ხავიერ ძანეტი ჩემი ბავშვობის კუმირია.

„მან მთელი თავისი დიდებული კარიერა ინტერის შემადგენლობაში გაატარა და გუნდთან ერთად ყველაფერი მოიგო, ასეთი კლუბის მხრიდან ინტერესი კი ნადმვილად ძალიან სასიამოვნოა.

„ახლა მე კონცენტრირებული მთლიანად აიაქსზე და რომას წინააღმდეგ მატჩზე ვარ, მომავალში რა მოხდება კი არავინ იცის.“