Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერის სკუდეტოს იმედებს დარჩენილ ტურებში სუსტი მეტოქეებიც ამყარებს…

სერია ა-ს ბოლო ტურის შემდეგ ინტერმა სკუდეტოსკენ კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა. ტორინოსთან მძიმე მატჩში გამარჯვების შემდეგ მილანმა თავისი შეხვედრა ნაპოლისთან წააგო და გუნდებს შორის სხვაობა უკვე 9 ქულაა.

იდეაში იუვენტუსს, რომელსაც ერთი შეხვედრით ნაკლები აქვს ჩატარებული, ნაპოლისთან გადადებულ მატჩში გამარჯვების შემთხვევაში 58 ქულა უგროვდება და ნერაძურისთან ჩამორჩენა 7 ქულა იქნება, რაც დარჩენილი 11 ტურისთვის საკმაოდ დიდი ფორაა.

ამის გარდა, ნერაძურის საკმაოდ კომფორტული კალენდარი აქვს და რეალურად წინ 3 რთული შეხვედრა ელოდება.

დარჩენილ ტურებში ინტერის მეტოქეების სია ასე გამოიყურება:

მარტი:
სასუოლო (სახლი)

აპრილი:
ბოლონია (გასვლა)
კალიარი (სახლი)
ნაპოლი (გასვლა)
სპეცია (გასვლა)
ვერონა (სახლი)

მაისი:
კროტონე (გასვლა)
სამპდორია (სახლი)
რომა (სახლი)
იუვენტუსი (გასვლა)
უდინეზე (სახლი)