Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერის უარი ბაიერნს

ინტერი და ბაიერნი ივან პერიშიჩის ტრანსფერზე მოლაპარაკებებს განაგრძობენ და ფაბრიციო რომანოს მტკიცებით, გერმანელებმა ნერაძურის პირველი ოფიციალური წინადადებით მიმართეს.

წყაროს ინფორმაციით, გერმანელებმა ხორვატი ფეხბურთელის სანაცვლოდ ინტერს 15 მილიონი ევრო შესთავაზეს, რაზეც ბეპე მაროტასგან დაუყოვნებლივ უარი მიიღეს, ნერაძურის ფეხბურთელის სანაცვლოდ 20 მილიონი ევროს მიღება სურს.

მოლაპარაკებები გუნდებს შორის გრძელდება და იქიდან გამომდინარე, რომ ფლიკს პერიშიჩის შენარჩუნება სურს, დიდი ალბათობით გერმანელები წინადადებას უახლოეს დღეებში გაზრდიან და ტრანსფერს საბოლოოდ დახურავენ.

Leave a Reply

Your email address will not be published.