Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერის ულტიმატუმი ბროზოვიჩს

იტალიური მედიის ინფორმაციით, ინტერმა მარსელო ბროზოვიჩსულტიმატუმით მიმართა.

FcInterNews-ის ცნობით, ინტერი ხორვატი ფეხბურთელისთვის, რომელსაც გუნდთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება, ახალი ხელშეკრულების სანაცვლოდ 6.5 მილიონზე მეტის გადახდას არ აპირებს და 28 წლის ნახევარმცველისგან საბოლოო პასუხს ახალი წლის დადგომამდე ელოდება, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდს მომზადებული შეხვდეს.

ბროზოვიჩი კი თავის მხრივ წლიურუად ხელფასის სახით 7.5-8 მილიონს ითხოვს და მისი მსურველების სიმრავლიდან გამომდინარე, ამ ხელფასის მიღება ინტერიდან წასვლის შემთხვევაში პრობლემა არ იქნება.

წყაროს ცნობით, თუ ბროზოვიჩი ინტერთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე საბოლოოდ უარს იტყვის, ნერაძური მის გაყიდვას ზამთარში შეეცდება.