Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერის ულტრასების მესიჯი ჰანდანოვიჩს…

ინტერის ულტრასებმა Curva Nord-მა სამირ ჰანდანოვიჩს, რომელმაც ატალანტასთან მატჩში დაშვებული შეცდომების გამო დიდი კრიტიკა დაიმსახურა, ჯუზეპე მეაცას წინ გამამხნევებელი ბანერი მიუძღვნა.

ჰანდანოვიჩმა ატალანტას მიერ გატანილ ორივე გოლში გარკვეული წვლილი შეიტანა და 37 წლის ფეხბურთელის კრიტიკა კვლავ აქტუალური გახდა.

„თავი მაღლა ასწიე, სამირ! Nord-ი შენთან არის!“