სერია ა-ს გუნდებმა კორონავირუსის გამო ასობით მილიონით იზარალეს

კორონავირუსის პანდემია ყველა სფეროს შეეხო და ორგანიზაციები თუ კომპანიები არნახულ ზარალს განიცდიან.

გამონაკლისი არც ფეხბურთი და კონკრეტულად სერია ა გამოდგა,მხოლოდ ფეხბურთელების სატრანსფერო ფასის შემცირებით მილიონობით ევრო იზარალა.აღნიშნულ ინფორმაციას KPMG Football Benchmark ავრცელებს.

2020 წლის თებერვალში ინტერის შემადგენლობა 653 მილიონ ევროდ ფასდებოდა,თუმცა დღეს მათი ფასი 556 მილიონია.

თუმცა,იტალიური გრანდებიდან ინტერმა ყველაზე ნაკლები ზარალი ნახა. მაგალითისთვის,ნაპოლიმ 19,7 პროცენტი დაკარგა,მათი გუნდის ღირებულება პანდემიამდე 591 მილიონი იყო,ახლა კი 474.

იუვენტუსმა – 15.4 პროცენტი 751 მილიონიდან 635 მილიონამდე,რომამ 16.4 პროცენტი,ლაციომ 17.4,მილანმა კი 19 პროცენტი.

მსოფლიოში ყველაზე დიდი ზარალი ფეხბურთში თურქულმა გალათასარაიმ ნახა,რომლის შემადგენლობაც 25 პროცენტით გაიაფდა.

Leave a Reply

Your email address will not be published.