Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერის ფეხბურთელების სამაგალითო საქციელი

Super League-ს ჩაშლის შემდეგ, რომელსაც ინტერისთვის დაახლოებით 300 მილიონი უნდა მოეტანა, ნერაძურის ფინანსური კრიზისი კვლავ აქტუალური გახდა.

ინტერი გუნდის ისტორიაში მე-19 სკუდეტოსთან ძალიან ახლოს არის, რაც დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული.

ინტერის ფეხბურთელების კონტრაქტებში არსებული პუნქტის მიხედვით, სკუდეტოს მოპოვების შემთხვევაში ფეხბურთელებს საკმაოდ მსუყე ბონუსები ჩაერიცხებოდათ, მაგრამ Calciomercato-ს ინფორმაციით, გუნდის რთული ფინანსური სიტუაციის გამო აღნიშნულ ბონუსებზე გუნდის თითოეულმა ფეხბურთელმა უარი თქვა, რაც ნერაძურის გუნდურობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.