Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერის ფეხბურთელების უარი პრეზიდენტს…

Repubblica-ს ინფორმაციით, ინტერის ფეხბურთელებმა და სამწვრთნელო შტაბმა ნერაძურის პრეზიდენტის თხოვნის მიუხედავად 2 თვის ხელფასის დათმობაზე უარი თქვეს.

წყაროს ცნობით, გუნდის მფლობელებს იმედი ჰქონდათ, რომ სკუდეტოს ეიფორიის ფონზე ფეხბურთელები ხელფასზე უარს იტყოდნენ, რაც გუნდის რთულ ფინანსურ სიტუაციას მცირე შეღავათს მისცემდა და ნერაძურის 25 მილიონს დაუზოგავდა, მაგრამ მათ უარი მიიღეს.

ამასობაში სტივენ ჟანგი ერთ-ერთ ამერიკულ კომპანიასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და სავარაუდოდ მომდევნო კვირაში გუნდი დაახლოებით 250 მილიონ ევროს ისესხებს, რითიც სხვადასხვა დავალიანებებს გაისტუმრებს.