Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერის ფეხბურთელების ფასები საგრძნოლად გაიზარდა

იტალიური მედიის ინფორმაციით, ინტერის შემადგენლობის საერთო ღირებულება ანტონიო კონტეს დამსახურებით საგრძნობლად გაიზარდა და მათ შორის ყველაზე მეტად რომელუ ლუკაკუს და ლაუტარო მარტინესის ღირებულება გაიზარდა.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ლუკაკუს მინიმალური ღირებულება უკვე 100 მილიონი ევროა, ლაუტარო კი დაახლოებით 70-80 მილიონი ღირს.

აშრაფ ჰაკიმი, რომლის სანაცვლოდაც ინტერმა 40 მილიონი ევრო გადაიხადა, დაახლოებით 55-60 მილიონი ევრო ღირს, ალესანდრო ბასტონი კი, რომელიც ინტერს 31 მილიონი დაუჯდა, მინიმუმ 50-55 მილიონი.

ერთადერთი ფეხბურთელი, რომლის ფასიც გარკვეული პერიოდი შემცირდა, კრისტია ნერიქსენი იყო, თუმცა დანიელი ნახევარმცველი ნელ-ნელა ძველებურ ფორმას უბრუნდება და მისი ღირებულებაც სტაბილურად მატულობს.