Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერის ფეხბურთელები დაჯარიმდებიან…

ინტერის ბელგიელი ფორვარდი და სხვა რამდენიმე ფეხბურთელი კორონა ვირუსის უსაფრთხოების პროტოკოლის დარღვევის გამო დაისჯებიან.

Corriere della Sera-ს ცნობით, გუშინ რომასთან გამარჯვების შემდეგ, რომელუ ლუკაკუ, აშრაფ ჰაკიმი, ივან პერიშიჩი, ეშლი იანგი და დაახლოებით 20 სხვა ადამიანი მილანის ცენტრში ერთ-ერთ სასტუმროში ლუკაკუს დაბადების დღეს აღნიშნავდნენ.

წყაროს ცნობით, პოლიზიამ წვეულება დაახლოებით ღამის 3 საათზე დაშალა და ჯერჯერობით უცნობია, თუ რა სანქციები ელოდებათ ნერაძურის ფეხბურთელებს.