Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერის ფინანსურ სიტუაციას ჰაკიმის გაყიდვა ვერ მოაგვარებს…

იტალიური მედიის ინფორამციით, აშრაფ ჰაკიმის პსჟ-ში 70 მილიონ ევროდ გაშვება ნერაძურის ფინანსურ სირთულეებს ვერ მოაგვარებს და დიდი ალბატობით მათ კიდევ ერთი ვარსკვლავის გაყიდვა მოუწევთ.

რამდენიმე დღის წინ ინტერის პრეზიდენტი სტივენ ჟანგი ჩინეთში დაბრუნდა და გუნდის დირექტორებს დავალება დაუტოვა, რომ ინტერის სახელფასო ჭერი 15-20 პროცენტით შეამცირონ, სატრანსფერო ფანჯრის ბოლომდე კი 70-80 მილიონი გამოიმუშაონ.

ჰაკიმის გაყიდვით ინტერი საკმაოდ მსუყე თანხას მიიღებს, თუმცა აქედან დაახლოებით 30 მილიონის გადახდა რეალისთვის მოუწევთ, საიდანაც ჰაკიმი 45 მილიონად დაიმატეს და ამ თანხის ნახევარზე მეტი ჯერ კიდევ გადასახდელი აქვთ.

ბეპე მაროტამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ინტერი ჰაკიმის გარდა მეტ მნიშვნელოვან ფეხბურთელს აღარ გაყიდდა, თუმცა Tuttosport-ის ინფორმაციით ნერაძურის კიდევ ერთი ლიდერი დატოვებს და სავარაუდოდ ეს ლაუტარო მარტინესი იქნება.