Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერის ფლორენცის გაფორმება სურს

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ინტერი ზაფხულში ალესანდრო ფლორენცის გაფორმებას შეეცდება.

იტალიელი ფეხბურთელის პსჟ-ს რომადან გასულ ზაფხულს, იჯარის წესით შეუერთდა და ფრანგებს მისი გამოსყიდვა 9 მილიონ ევროდ შეუძლიათ, თუმცა სავარაუდოდ ფრანგები ამ პუნქტის ამოქმეებას არ აპირებენ და ფლორენცი სეზონის ბოლოს რომას დაუბრუნდება.

წყაროს ინფორმაციით, ინტერმა ფეხბურთელის აგენტებს ფლორენცის შესაძლო ტრანსფერის შესახებ უკვე მიმართა და მას შემდეგ, რაც პსჟ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს, რომასთან მოლაპარაკებებს წამოიწყებს.

კონტე ფლორენცის იტალიის ნაკრებში 2 წლის განმავლობაში წვრთნიდა და იტალიელმა სპეციალისტმა მისი შესაძლებლობები კარგად იცის.