Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერის ქომაგებს სკუდეტოს აღნიშვნის საშუალება ექნებათ

შაბათს ინტერი სან სიროზე სამპდორიას მიიღებს, რის შემდეგაც გუნდს სკუდეტო გადაეცემა და იტალიური მედიის ცნობით, ნერაძურის ქომაგებს ტიტულის მოპოვების აღნიშვნის საშუალება მიეცემათ.

იტალიის მთავრობა ღონისძიების უსაფრთხოდ წარმართვისთვის სან სიროს გარშემო 15,000 კვადრატულ მეტრს გამოყოფს და ამ ტერიტორიაზე ინტერის 3,000 ქომაგს შეეძლება ყოფნა.

აღნიშნული ტერიტორია შემოღობილია და თითოეული ადამიანს, რომელიც შესვლას მოისურვებს, საჭირო ტესტების გავლა მოუწევს.

გათიშვა