Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

არაბებს ინტერის ყიდვა სურთ

საუდის არაბეთის საინვესტიციო ფონდმა ინტერის ყიდვის სურვილი დააფიქსირა.

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, არაბები ნიუკასლ იუნაიტედის ყიდვაზე მუშაობდნენ, თუმცა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა რომ ნერაძურის გაყიდვა იგეგმება, მათ ინგლისელებთან მოლაპარაკებები შეაჩერეს და Suning-თან მოლაპარაკებებისთვის ემზადებიან.

ამ ეტაპზე ინტერის ყიდვის მთავარი კანდიდატი კვლავ BC Partners-ი არის, თუმცა არაბების ფინანსური სიძლიერის გათვალისწინებით არ არის გამორიცხული, რომ ყველაფერი ძალიან მალე შეიცვალოს.