Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერის ყიდვით არაბეთის საინვესტიციო კომპანია ინტერესდება

რამდენიმე გავლენიანი წყაროს ინფორამციით, არაბეთის საინვესტიციო კომპანია PIF-ი ინტერის მფლობელ Suning-თან მოლაპარაკებებს აწარმებს და ბენეამატას ყიდვა აქვს გადაწყვეტილი.

წყაროების ინფორმაციით, არაბი ინვესტორები ინტერის ფინანსურ სიტუაციას უკვე სწავლობენ, რის შემდეგაც გადაწყვეტენ, თუ რამდენი შესთავაზონ ჟანგის ოჯახს იტალიური გრანდის აქციების საკონტროლო პაკეტის სანაცვლოდ.

პანდემიის შემდეგ, ჩინური კომპანია, რომელიც ინტერს ფლობს, სერიოზულ ფინანსურ კრიზისშია და არაერთხელ დაიწერა, რომ მათ გუნდის გაყიდვა სურთ. ინტერმა გასული ფინანსური წლის განმავლობაში 246 მილიონი ევრო იზარალა, რამაც გუნდის სიტუაცია კიდევ უფრო დაამძიმა და თუ Suning-ი შესაბამის წინადადებას მიიღებს, ინტერს დაუფიქრებლად გაყიდის…