Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერის ყოფილი პრეზიდენტი:“ სან სიროს დანგრევა შეცდომა იქნება“

მასიმო მორატის და სილვიო ბერლუსკონის შემდეგ, სან სიროს დემონტაჟის მოწინააღმდეგეებს მილანური გრანდების კიდევ ერთი ყოფილი პრეზიდენტი ერნესტო პელეგრინი შეუერთდა.

„ვფიქრობ, რომ სან სირო ეროვნული მონუმენტია, რომლის დემონტაჟი ძალიან დიდი შეცდომა იქნება. თუ მილანს და ინტერს ახალი სტადიონის აშენება სურთ, მე ამას მივესალმები, მაგრამ ეს სან სიროს დანგრევის ხარჯზე არ უნდა მოხდეს. ჩვენ შეგვიძლია ქალაქში 2 სტადიონი გვქონდეს და ჩვენ მერის დარწმუნებას შევეცდებით, რომ სან სიროს შესახებ გადაწყვეტილება შეცვალოს.

„მე ჩემი სახლის ფანჯარას ვაღებ და იქიდან ულამაზეც მეაცას ვხედავ. მილანი და ინტერი ახალ სტადიონზე ითამაშებენ, სან სიროზე კი კონცერტები და სხვა ღონისძიებები გაიმართება.“