Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერის შემდეგ, ლაციოს უკანახაზელით იუვენტუსიც დაინტერესდა

იტალიური მედიის ინფორამციით, ინტერის შემდეგ ლაციოს ცენტრალური მცველის ლუის ფელიპეს გაფორმების სურვილი იუვენტუსმაც გამოთქვა და მზად არის 24 წლის ფეხბურთელის ტრანსფერზე ზამთარში იმუშაოს.

დანილოს ტრავმის გამო, რომელსაც მინიმუმ 2 თვე გაუცდება, იუვენტუსი ისეთი ფეხბურთელის ძიებაშია, რომელიც 3-მცველიან სისტემას მიჩვეულია და Corriere dello Sport-ის ინფორამციით, ერთ-ერთი ფავორიტი ფეხბურთელი სწორედ ლაციოს ბრაზილიელი უკანახაზელი გახლავთ.

ლუის ფელიპეს ლაციოსთან მიმდინარე კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და თუ მხარეებს შორის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დაწყებამდე ახალ ხელშეკრულებაზე შეთანხმება ვერ მოხერხდა, ტურინელები მის ტრანსფერზე მუშაობას აპირებენ.